ახალი ამბებირეკლამა

ტოიოტა კასკო – ტოიოტასა და ალდაგის ერთობლივი პროდუქტი

28 თებერვალი, 2020 • 941
ტოიოტა კასკო – ტოიოტასა და ალდაგის ერთობლივი პროდუქტი

ტოიოტა კასკო – ასე ჰქვია პროდუქტს, რომელიც ტოიოტასა და სადაზღვევო კომპანია ალდაგს შორის თანამშრომლობის ფარგლებში შეიქმნა. ამ პროდუქტით სარგებლობას შეძლებენ ის მომხმარებლები, რომლებიც შეიძენენ ავტომობილს ტოიოტა ცენტრ თბილისში. 

ტოიოტა კასკო სპეციალური დაზღვევაა, რომელიც ტოიოტას ავტომობილების ალდაგში დაზღვევას განსაკუთრებული პირობებით გულისხმობს. 

ტოიოტა კასკოს რამდენიმე სადაზღვევო პაკეტი აქვს. მომხმარებელს ინდივიდუალური საჭიროების მიხედვით შეუძლია შეიძინოს ბრინჯაოს, ვერცხლის ან ოქროს პოლისი, რომელიც პირობების მიხედვით განსხვავდება. ყველა მათგანი ფარავს ისეთ რისკებს, როგორიცაა: შეჯახება, ხანძარი, სეტყვა, გარეგანი დაზიანება, და ა.შ.  თუმცა ვერცხლისა და ოქროს პოლისებს ალდაგისგან დამატებითი სარგებელი მოყვება. მათ შორისაა უცვლელი სადაზღვევო ლიმიტი, 24 საათიანი ავტოასისტანსი, უფრანშიზო ანაზღაურება და ა.შ. 

ტოიოტა კასკოს ყველა პაკეტს საჩუქრად მესამე პირისადმი პასუხისმგებლობის დაზღვევა და მძღოლისა და მგზავრების უბედური შემთხვევისგან დაზღვევა მოყვება.  

ტოიოტა კასკოს განსაკუთრებული პირობებით მომხმარებელს შეუძლია დღეიდან ისარგებლოს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი