ახალი ამბები

ძიუდოისტმა ნატალია ყიფშიძემ ახალგაზრდულ ფესტივალზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

29 ივლისი, 2015 • 1224
ძიუდოისტმა ნატალია ყიფშიძემ ახალგაზრდულ ფესტივალზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ქართველმა ძიუდოისტმა 48კგ წონით კატეგორიაში კიერა ბიოტმანს შიდოთი მოუგო.

 

ბრინჯაოს მედლის მოპოვებამდე, ნატალია ყიფშიძემ სამი შეხვედრა გამართა: თურქ ტუგჩე ბედერთან მარცხის შემდეგ, მან რუსი ძიუდოისტი დარია ხარლაპანოვა და ჩეხი დენისა ბერანოვა დაამარცხა.

 

ნატალია ყიფშიძემ საქართველოს დელეგაციას მესამე ბრინჯაოს მედალი მოუპოვა. საერთო ჩათვალაში ქართველი ძიუდოისტების ანგარიშზე 1 ოქრო და 3 ბრინჯაოა.


ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალზე ოქროს მედალი საქართველოს დელეგაციას დღეს რობიზნონ ბეგლარიშვილმა მოუტანა. საქართველოს დელეგაციიდან პირველი ბრინჯაოს მედალი ზურაბ კახნიაშვილმა გუშინ მოიპოვა, ხოლო კიდევ ერთი ბრინჯაოსანი თემურ ნოზაძე გახდა.

 

ფოტო: Tbilisi 2015 EYOF
ფოტო: Tbilisi 2015 EYOF

მასალების გადაბეჭდვის წესი