ახალი ამბები

მონღოლეთის პრეზიდენტი კარანტინში მოათავსეს

28 თებერვალი, 2020 • 2096
მონღოლეთის პრეზიდენტი კარანტინში მოათავსეს

მონღოლეთის პრეზიდენტი – ჰალთმააგიინ ბატულგა ჩინეთში ვიზიტის შემდეგ დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად სპეცდაწესებულებებში 14 დღეს კარანტინში გაატარებენ.

ინფორმაციას ამის შესახებ მონღოლური სააგენტო „მონცამე“ ავრცელებს.

ჩინეთიდან ჩასული ადამიანების კარანტინში მოთავსება, როგორც სააგენტო იუწყება, მონღოლეთში კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად მიღებული ზომების ნაწილია.

ქვეყნის პრეზიდენტის ვიზიტი ჩინეთში ერთი დღის განმავლობაში გაგრძლედა. როგორც „რია ნოვოსტი“ წერს, მან ჩინეთს მხარდაჭერის ნიშნად 30 000 ცხვარი აჩუქა.


გარეკანის ფოტო: „მონცამე“

მასალების გადაბეჭდვის წესი