ახალი ამბები

EYOF: ნიკოლოზ დავლიანიძე ¼ ფინალშია, ანა მაქაცარია ერთეულთა თანრიგს გამოეთიშა

29 ივლისი, 2015 • 1988
EYOF: ნიკოლოზ დავლიანიძე ¼ ფინალშია, ანა მაქაცარია ერთეულთა თანრიგს გამოეთიშა

მეხუთე ნომრად განთესილმა დავლიანიძემ მეექვსე გეიმში ბრეიკი გააკეთა, რაც გარდამტეხი მომენტი აღმოჩნდა და მატჩი ქართველის გამარჯვებით დასრულდა.

 

მეოთხედფინალში ნიკოლოზ დავლიანიძე მესამე ნომრად განთესილ პოლონელ რაფალ მიხალსკის შეხვდება.

 

“დღევანდელი მატჩი გუშინდელთან შედარებით მარტივი აღმოჩნდა, თუმცა ხვალ ძალიან რთული შეხვედრა მელოდება. რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი, რომ შემდეგი მეტოქე მიხალსკია. პოლონელი ძალიან ძლიერი მოთამაშეა,” – განაცხადა ნიკოლოზ დავლიანიძემ.

 

ნიკოლოზ დავლიანიძე. ფოტო: Tbilisi 2015 EYOF
ნიკოლოზ დავლიანიძე. ფოტო: Tbilisi 2015 EYOF

 

ნიკოლოზ დავლიანიძისგან განსხვავებით, ერთეულთა თანრიგს გამოეთიშა ანა მაქაცარია. მესამე წრეში მაქაცარია მეორე ნომრად განთესილმა ლატვიელმა ჩოგბურთელმა, დანიელა ვისმანმა დაამარცხა, ანგარიშით: 6:3, 3:6, 6:1. ქართველმა ჩოგბურთელმა მეორე წრეში ბულგარელი გერგანა ტოპალოვა სამ სეტში დაამარცხა.

 

“სამწუხაროა, რომ ანა მაქაცარიამ წააგო, მაგრამ ნიკუშა დავლიანიძემ ძალიან კარგი თამაში გვიჩვენა. მას ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს მომავალში. ვიმედოვნებ, რომ მას ნახევარფინალში ვიხილავ,” – განაცხადა ვეტერანმა ჩოგბურთელმა, ალექსანდრე მეტრეველმა.

 

მაქაცარია დღეს მეორე წრეში წყვილთა თანრიგში ანა შანიძესთან ერთად იტალიურ დუეტს ბენედეტა-პიჩინეტის შეხვდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი