ახალი ამბები

რუსეთის ულტიმატუმი ქართველების დეპორტაციისთვის დაკისრებული კომპენსაციის გადახდაზე

27 თებერვალი, 2020 • 1580
რუსეთის ულტიმატუმი ქართველების დეპორტაციისთვის დაკისრებული კომპენსაციის გადახდაზე

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ქართველების დეპორტაციის გამო დაკისრებული თანხის გადახდისთვის რუსეთის პირობებს აყენებს.

РИА Новости-ის ინფორმაციით, ქართულ მხარეს რუსეთის იუსტიციის სამინისტრო “სამოქმედო გეგმას” უდგენს. საუბარია 2006 წელს რუსეთიდან დეპორტირებულ საქართველოს მოქალაქეებზე, რომელებზეც გამოცემის ცნობით, რუსეთი დაზარალებულების ზუსტ სიას მოუთხოვს. РИА Новости ასევე წერს, რომ დაზარალებულთა რიცხვის დაზუსტების გარდა, ქართულმა მხარემ ასევე უნდა დაადგინოს კონკრეტულად რა სახის ზიანი მიადგათ და რა ოდენობის თანხა უნდა მიიღონ მათ. “მოსკოვი შიშობს რომ კონპენსაციას ის ადამიანებიც მიიღებენ, რომლებიც სასამართლოს დაზარალებულად არ უცვნია,”-წერს გამოცემა.

2006 წლის შემოდგომაზე რუსეთმა, საიმიგრაციო კანონების დარღვევის საბაბით, საქართველოს მოქალაქეების მასობრივი დეპორტაცია მოახდინა, რაც საფუძლად დაედო სტრასბურგის სასამართლოში “საქართველო რუსეთის წინააღმდეგ” პირველ სახელმწიფოთაშორის დავას. მომჩივანი ქართული მხარე ამბობდა, რომ ანტიქართული პოლიტიკის ფარგლებში, 2006 წლის სექტემბრიდან 2007 წლის იანვრის ჩათვლით, რუსეთში 4 634 გაძევების ორდერი გამოიცა საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, რომელთა შორის 2 380 დააკავეს და ძალის გამოყენებით გამოაძევეს, დანარჩენმა 2 254-მა კი ქვეყანა საკუთარი საშუალებებით დატოვა.

გასულ წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთს დააკისრა 10 მილიონი ევროს ოდენობის კომპენსაციის გადახდა საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციიდან მასობრივი დეპორტაციისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების მსხვერპლნი გახდნენ.

ეს თანხა სულ მცირე 1 500 მსხვერპლზე უნდა გადანაწილდეს. 2 000 ევროს კომპენსაციას მიიღებენ მოქალაქეები, რომელთა მიმართ მხოლოდ კონვენციის ერთი მუხლი დაირღვა (კოლექტიური გასახლება); 10 000-დან 15 000-მდე ოდენობის კომპენსაცია უნდა მიიღონ მათ, რომლებიც ამავდროულად, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისა მსხვერპლნი გახდნენ.

სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს საქართველოს მოქალაქეებისთვის 10 მლნ ევროს გადახდა დააკისრა

მასალების გადაბეჭდვის წესი