ვაჟთა შორის 400 მეტრზე თარჯრბენში პირველი საკვალიფიკაციო რბენის ყველა მონაწილე ფინალში გავიდა. გამარჯვებული ესპანელი ალექს კანტონსი გახდა, რომელმაც დისტანცია 53.54 წამში დაფარა. ქართველმა დავით ლუკავამ მიმდინარე სეზონში თავისი საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა – 54.54 წამი, და მეორე ადგილზე გავიდა. მესამე ადგილი ფინელმა ვესა კიტილამ დაიკავა – 54.73 წამი, მეოთხე ადგილზე უნგრელი მარტონ დიაკი გავიდა 55.14 წამი, მეხუთეზე კი – ბულგარელი დიმიტარ ბალევი 55.94 წამი.
მეორე საკვალიფიკაციო რბენიდან ფინალში გადასვლა მხოლოდ სამმა მონაწილემ მოახერხა. რბენის გამარჯვებული ვიქტორ ტუურ ბრასი გახდა, რომელმაც ფინიშის ხაზი 54.35 წამში გადაკვეთა. მეორე ადგილზე ფრანგი მარკ ანტუან საბანი გავიდა, რომელიც გამარჯვებულს 0.27 წამით ჩამორჩა. მესამე ადგილი და ფინალში ასპარეზობის უფლება ჰოლანდიელმა იურგენ ვან დერ ზვეეტმაც მიიღო.
ფინალური ეტაპი ვაჟთა შორის 400 მეტრზე თარჯრბენში 30 ივლისს, 17 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

