შეხვედრის დაწყებიდან მალევე ქართველი სპორტსმენი შიდოთი დაჯარიმდა, რის შემდეგაც კახნიაშვილი გააქტიურდა და იუკო მოიპოვა. დაპირისპირების ბოლოს ზურაბმა ეფექტური გდებით ვაზარი დაიმსახურა და საქართველოს დელეგაცია ბრინჯაოს მედალი შესძინა.

 

„რთული ორთაბრძოლა გამომივიდა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ საქართველოს დელეგაციის პირველი პრიზიორი გავხდი. ვეცდები მომავალში შედეგი გავაუმჯობესო და სამშობლოს მხოლოდ ოქრო მოვუპოვო,“- განაცხადა ზურაბ კახნიაშვილმა.

 

შეჯიბრის მიმდინარეობის დროს ქართველმა ძიუდოისტმა ერთი ორთაბრძოლა დათმო. პირველი შეხვედრაში ის რუმინელ ვლად ლუნკანთან ვაზარით დამარცხდა. რეპეშაჟებში კი ორ მეტოქეს – ბერძენ იონის აგკტზიდისს და ჰოლანდიელი სტივენს კიელმანს მოუგო.

 

საქართველოს დელეგაციას ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე პირველი მედალი ზურაბ კახნიაშვილმა მოუტანა. ფოტო: Tbilisi 2015 EYOF
საქართველოს დელეგაციას ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე პირველი მედალი ზურაბ კახნიაშვილმა მოუტანა. ფოტო: Tbilisi 2015 EYOF

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *