კორონავირუსის თავიდან აცილების მიზნით სოხუმმა ენგურზე გადაადგილება აკრძალა. ამის შესახებ გამოცემა „ლაივპრესი“ გალის მცხოვრებლების ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ცნობითვე, ენგურის გამშვები პუნქტი დღეს დაახლოებით 13:00 საათზე ჩაკეტეს.
აფხაზური მხარის ცნობით, სოხუმმა მიიღო განკარგულება, რომლის შესაბამისად, აფხაზეთის ტერიტორიაზე „უცხო ქვეყნის“ მოქალაქეებს, რუსეთის მოქალაქეების გარდა შესვლა აეკრძალათ.
კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა.