ახალი ამბები

ნიკოლოზ დავლიანიძე სამსაათიანი მატჩის შემდეგ „თბილისი 2015“-ის მესამე წრეში გავიდა

28 ივლისი, 2015 • 1742
ნიკოლოზ დავლიანიძე სამსაათიანი მატჩის შემდეგ „თბილისი 2015“-ის მესამე წრეში გავიდა

ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე, ვაჟ ჩოგბურთელთა შორის მეხუთე ნომრად განთესილმა დავლიანიძემ ბრიტანელ მოწინააღმდეგეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო. ყველაზე ხანგრძლივი და გადამწყვეტი მესამე სეტის მეთერთმეტე გეიმში ქართველმა ჩოგბურთელმა ბრეიკის გაკეთება შეძლო და საბოლოოდ გამარჯვებაც მოიპოვა.

,,ისე დავიღალე და იმდენი ენერგია დახარჯე, რომ ახლაც ვერ ვგრძნობ გამარჯვებას. დღეს წინ წყვილების თამაში მაქვს და იმედია, ყველაფერი ისევე კარგად დამთავრდება, როგორც აქამდე,“ – განაცხადა ნიკოლოზ დავლაინიძემ.

მესამე წრეში ნიკოლოზ დავლიანიძე გერმანელ ნიკოლას პენცკოფერსა და მეაეთე ნომრად განთესილ ბელორუს ანეი ლასკას შორის გამარჯვებულს შეხვდება.


ნიკოლოზ დავლიანიძე. ფოტო: Tbilisi 2015 EYOF
ნიკოლოზ დავლიანიძე. ფოტო: Tbilisi 2015 EYOF

მთავარი კორტის პარალელურად მეორე კორტზე მეექვსე ნომრად განთესილმა სლოვენიელმა კაია იუვანმა ჩეხი კაროლინა ბერანკოვა დაამარცხა, ანგარიშით: 6:4, 6:2. მეორე კორტზე კი მეთორმეტე ნომრად განთესილმა ესტონელმა ერიკ პარტსმა თურქ მუსტაფა ერდოღანს მოუგო, ანგარიშით: 7:5 6:2.

მესამე კორტზე მეცხრე ნომრად განთესილმა გერმანელმა დენლსე კანტომსმა რუმინელი ანდრეა პრისაკარიუს სამ სეტში მოუგო (3:6, 7:5, 6:3), ხოლო ესპანელმა ალეხანდრო ვერდი-კასტელანომ შვედი ანტონ ორნბერგი დაამარხა, ანგარიშით: 6:4, 6:1.

მეოთხე კორტზე მეთერთმეტე ნომრად განთესილმა ბელორუსმა იულია ჰატუოკამ თურქ ნაზ ოშთურქს სძლია, ანგარიშით: 6:1, 6:3. ასეთივე ანგარიშით მოუგო მეხუთე კორტზე შვეიცარიელმა კატარინა კუენგმა სლოვაკ ადრიანა სენკაროვას. იტალიელმა რიკარდო პერინმა კი რუსი სავრიან დანილოვი დაამარცხა, ანგარიშით: 6:4, 6:3. მესამე ნომრად განთესილმა პოლონელმა რაფაელ მიხალსკიმ მოლდოველი ვასლიე დონტუს დიდი უპირატესობით (6:2, 6:0) მოუგო.

მეექსვე კორტზე ესტონელმა მარია კაულმა მოლდოველ ვიტალია სტამატს მოუგო, ანგარიშით: 7:6, 6:3. პირველ ნომრად განთესილმა ჩეხმა ლიუსი კანკოვამ კი შვედი პოპ ზაარი დაამარცხა, ანგარიშით: 6:3, 6:2.

მეშვიდე კორტზე მესამე ნომრად განთესილმა რუმინელმა სტეფანია კადარმა ბრიტანელ მაია მილერს მოუგო, ანგარიშით: 7:5, 6:4. ხოლო მერვე კორტზე მეორე ნომრად განთესილმა პოლონელმა იაროსლავ დურეკმა ებრაელ როი გინატს დაამარცხა, ანგარიშით: 7:5, 6:1.

ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე პირველ ნომრად განთესილმა ჩოგბურთელმა ისრაელიდან იშაი ოლიელმა ლიტველი ლუკას საულიუსი დიდი უპირატესობით (6:1, 6:1) დაამარცხა, ხოლო გერმანელმა ლუკას ენგელჰარტმა ბრიტანელ იარდლეი ფირნლის მოუგო, ანგარიშით: 6:3, 6:2.

მასალების გადაბეჭდვის წესი