ახალი ამბები

ლომბარდიის გუბერნატორი კარანტინში მოთავსდა

27 თებერვალი, 2020 • 1051
ლომბარდიის გუბერნატორი კარანტინში მოთავსდა

იტალიაში, ლომბარდიის გუბერნატორი კარანტინში საკუთარი ნებით მას შემდეგ მოთავსდა, რაც მის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა.

ატილიო ფონტანა ვიდეო მიმართვაში ამბობს, რომ ამ დროისთვის ვირუსი არ აქვს, თუმცა გადაწყვიტა ორი კვირა კარანტინში მაინც იყოს:

“ამ დროისთვის რაიმე სახის ინფექცია არ მაქვს. მუშაობას ვაგრძელებ, თუმცა ორი კვირა იზოლირებულ გარემოში ვიცხოვრებ”.

ლომბარდია იტალიაში ახალი ტიპის კორონავირუსის გარცელების კერად ითვლება. Reuters წერს, რომ რეგიონში კორონავირუსის 300-მდე ინფეცირების შემთხვევაა დაფიქსირებული, ხოლო მთლიანად ქვეყანაში ვირუსისგან 12 ადამიანი დაიღუპა.

მასალების გადაბეჭდვის წესი