ახალი ამბები

თიბისი ბანკმა საუკეთესო ინტერნეტ და მობაილბანკის მომსახურებისთვის რამდენიმე ჯილდო მიიღო

28 ივლისი, 2015 •
თიბისი ბანკმა საუკეთესო ინტერნეტ და მობაილბანკის მომსახურებისთვის რამდენიმე ჯილდო მიიღო

ამ წარმატებასთან ერთად, თიბისის ინტერნეტბანკმა ზედიზედ მესამედ მოიპოვა აღიარება ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის მასშტაბით. თიბისის SMS სერვისისაუკეთესოდ დასახელდა რეგიონში, ხოლო იურიდიული პირების ინტერნეტბანკი აღიარეს როგორც რეგიონში წლის საუკეთესო ინტეგრირებული გვერდი.

 

გამარჯვებულები გამოვლინდნენ შემდეგი კრიტერიუმის მიხედვით: ინტერნეტ და მობაილ სერვისების მომხმარებლების მოზიდვა და მომსახურების ხარისხი, მომხმარებლების გააქტიურება და მათი რაოდენობის ზრდა, ელექტრონული შეთავაზებებით სარგებლობის სტიმულირება, შეთავაზებული სერვისების მრავალფერობნება, ელექტრონული სერვისებით სარგებლობისას მიღებული უპირატესობა და, რა თქმა უნდა, ინტერნეტ და მობაილ სერვისების დიზაინი და ფუნქციონალი. გამარჯვებულები შეაფასა Infosys-მა, რომელიც მსოფლიო ლიდერია საკონსულტაციო მომსახურებასა და ტექნოლოგიებში. ხოლო პირველი რაუნდის საბოლოო გამარჯვებულები გამოავლინეს Global Finance-ის რედაქტორებმა.

 

 „თიბისის ინტერნეტ და მობაილ ბანკი ქართველ მომხმარებელს სთავაზობს მსოფლიო კლასის მომსახურებას და საამაყოა, რომ ჩვენ უკვე მეოთხედ მოვიპოვეთ ამ სფეროში საერთაშორისო მასშტაბის აღიარება. ეს გამარჯვება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თიბისი ბანკი ლიდერია ინტერნეტ და მობაილბანკის მომსახურებაში საქართველოსა და რეგიონში,“- განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.  

 

ჟურნალი Global Finance უკვე მეთექვსმეტე წელია  ასახელებს მსოფლიოს საუკეთესო ონლაინ ბანკებს. დეტალური ინფორმაცია პირველი რაუნდის გამარჯვებულების შესახებ სექტემბრის გამოცემაში გამოქვეყნდება.  საბოლოო რეგიონული და მსოფლიო გამარჯვებულები, ასევე, გლობალური ქვეკატეგორიის გამარჯვებულები, გამოვლინდებიან 27 ოქტომბერს, Global Finance-ის საუკეთესო ონლაინ ბანკების დაჯილდოვებისთვის მიძღვნილ ღონისძიებაზე ლონდონში.

მასალების გადაბეჭდვის წესი