საქართველოს-ბელარუსის მატჩამდე ზუსტად ერთი თვით ადრე ყველა ბილეთი გაყიდულია.
მატჩი 26 მარტს არის ჩანიშნული. 26 თებერვლის მონაცემებით, უკვე ყველა ბილეთი გაიყიდა (ბილეთებს ამიერიდან ვერც ონლაინ იყიდით tkt.ge-ზე და ვერც მოედნის სალაროებში).
ინფორმაცია „ნეტგაზეთს” საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დაუდასტურეს.
საქართველოსა და ბელარუსის საფეხბურთო ნაკრებები უეფას 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალში ხვდებიან ერთმანეთს.
შეხვედრა 26 მარტს, 21:00 საათზე დაიწყება თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე. კარი 18:00 საათიდან გაიღება.
ამ შეხვედრაში გამარჯვებულმა გუნდმა კიდევ ერთი თამაში უნდა მოიგოს [ჩრდ. მაკედონია-კოსოვოს წყვილის გამარჯვებულთან] და ამის შედეგად გავა ევროპის ჩემპიონატზე.
საქართველო-ბელარუსისა და ჩრდ.მაკედონია-კოსოვოს წყვილებში გამარჯვებულები 31 მარტს შეხვდებიან ერთამენთს. ამ მატჩის ბილეთების გაყიდვა გამარჯვებულების გამოვლენის შემდეგ დაიწყება.