ახალი ამბებისაზოგადოება

უეფა რუსეთის 17-წლამდელთა ნაკრებს აღარ აბრუნებს ჩემპიონატზე

10 ოქტომბერი, 2023 •
უეფა რუსეთის 17-წლამდელთა ნაკრებს აღარ აბრუნებს ჩემპიონატზე

უეფა გეგმას ცვლის და აღარ აძლევს შესაძლებლობას რუსეთის 17- წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებს, მონაწილეობა მიიღოს  მომავალი წლის ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატში. 

ამის სესახებ ინფორმაციას ბიბისი ავრცელებს. 

რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უეფამ ყველა რუსული გუნდი მოხსნა საკუთარი ჩემპიონატებიდან. სექტემბერში საუბარი იყო რუსეთის ახალგაზრდული ნაკრების დაბრუნებაზე. ევროპული ფეხბურთის ასოციაციაში აცხადებდნენ, რომ ახალგაზრდა ბიჭები და გოგონები უფროსების ქმედებების გამო ზეწოლას არ უნდა განიცდიდნენ. 

თუმცა ახლა ევროპული ფეხბურთის ასოციაციაში აცხადებენ, რომ ეს შესაძლებლობა აღარ განიხილება.

უეფას რიტორიკა მას შემდეგ შეიცვალა, რაც წევრმა ფედერაციებმა რუსეთის ნაკრების შესაძლო დაბრუნება გააპროტესტეს. უკრაინის ფეხბურთის ასოციაციამ ევროპელ პარტნიორებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

“რუსული ფეხბურთი იზოლაციაში რჩება. იქ, სადაც უნდა იყოს”, – განაცხადეს უკრაინის ფეხბურთის ფედერაციაში.

მათ განცხადებით, უკრაინა მომავალშიც გააგრძელებს ბრძოლას რუსეთის იზოლაციაში დასარჩენად.

მასალების გადაბეჭდვის წესი