ახალი ამბები

ჰონგ-კონგში კორონავირუსის გამო მოქალაქეები 1280 დოლარს მიიღებენ

26 თებერვალი, 2020 • 1123
ჰონგ-კონგში კორონავირუსის გამო მოქალაქეები 1280 დოლარს მიიღებენ

ჰონგ-კონგის მთავრობა ყველა სრულწლოვანს, რომელიც ჰონგ-კონგში მუდმივად ცხოვრობს, 1 280 დოლარს გადაუხდის. ანგარიშსწორება ნაღდი ფულით მოხდება. ეს ზომა კორონავირუსის გამო მიიღეს და ის სოციალური მხარდაჭერაა. ინფომაციას ამის შესახებ ადგილობრივი ადმინისტრაციის ფინანსური საკითხების მდივან პოლ ჩანზე დაყრდნობით CNN ავრცელებს.

ეს ნაბიჯი შედის ჰონგ-კონგის მიერ მიღებული სტიმულირების პაკეტში, რომელშიც ბიუჯეტი 15.4 მილიარდ დოლარს დახარჯავს. 1 280 დოლარს დაახლოებით 7 მილიონი ადამიანი მიიღებს. ფული „მოხმარების სტიმულირებისა და მოსახლეობის ფინანსური დატვირთვის გასამარტვიებლად“ არის გამოყოფილი.

გარდა ამისა, ადგილობრივ ადმინისტრაციას სურს, შეამციროს საშემოსავლო გადასახადი ზოგიერთი მოქალაქისთვის და მუნიციპალურ საცხოვრებელში მობინადრე მცირე შემოსავლის მქონე მოქალაქეებისთვის ერთი თვის ქირა უფასო გახადოს.


კორონავირუსს მსოფლიოში უკვე ემსხვერპლა 2 600-ზე მეტი ადამიანი, დაინფიცირებულია 80 ათასზე მეტი, ხოლო გამოჯანმრთელდა 25 ათასამდე პაციენტი.


გარეკანის ფოტო: EPA

მასალების გადაბეჭდვის წესი