ახალი ამბები

ირანთან და ჩინეთთან ავიამიმოსვლის შეჩერებამ 30 მლნ ზარალი გამოიწვია – თურნავა

26 თებერვალი, 2020 • 2046
ირანთან და ჩინეთთან ავიამიმოსვლის შეჩერებამ 30 მლნ ზარალი გამოიწვია – თურნავა

ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას ინფორმაციით, ირანთან და ჩინეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის შეჩერება საქართველოს ყოველთვიურად დაახლოებით 30 მილიონი ლარით აზარალებს.

მიუხედავად ამისა, თურნავას თქმით, მთავარია საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობა.

“ჩვენ ვერსად გავექცევით იმას, რომ გარკვეული ნეგატიური ზეგავლენა გამოიწვია ირანთან პირდაპირი მიმოსვლის შეჩერებამ, ჩინეთთან პირდაპირი მიმოსვლის შეჩერებამ… რაც ჩვენ დავითვალეთ, დაახლოებით 30 მილიონი ლარი თვეში. მაგრამ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ჯანმრთელობა ჩვენი ერის, ჩვენი მოქალაქეების და ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. იმედი მაქვს, რომ ეს გამოწვევა ძალიან მალე იქნება გადალახული”, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, საქართველოს ჩინეთთან და ირანთან პირდაპირი ავიამიმოსვლა შეჩერებული აქვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი