აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, კორონავირუსის საფრთხეებიდან გამომდინარე აფხაზეთის ტერიტორიაზე გამკაცრდება ყველა ქვეყნის მოქალაქის შეშვება, გარდა რუსეთის მოქალაქეებისა. ამის შესახებ აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ განაცხადა.
რუსეთის ქვეყნის მოქალაქეების გარდა, დე ფაქტო აფხაზეთის ტერიტორიაზე შესვლა 7 აპრილამდე შეეზღუდება ყველა სხვა ქვეყნის მოქალაქეს.
გარდა ამისა, მთავრობა აფხაზეთის მოქალაქეებს ურჩევს, თავი შეიკავონ საზღვარგარეთ გამგზავრებისგან. ასევე, განსაკუთრებით გამკაცრდა სანიტარული ნორმები ენგურის ხიდზე.