ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

მეარაყიშვილს ხელახლა წაუყენეს ბრალი

25 თებერვალი, 2020 • 2011
მეარაყიშვილს ხელახლა წაუყენეს ბრალი

ახალგორელ სამოქალაქო აქტივისტს, თამარ მეარაყიშვილს, რომელსაც რამდენიმე კვირის წინ ცხინვალის დე ფქტო უზენაესმა სასამართლომ მმართველი პარტია „ედინაია ოსეტიას“ მიმართ ცილისწამების ბრალდება მოუხსნა, ხელახლა წარუდგინეს ბრალი.

აღნიშნული ბრალდების ხელახალი წარდგენის შესახებ თამარ მეარაყიშვილმა ცხინვალში დღეს, 25 თებერვალს მიმდინარე სასამართლო სხდომაზე შეიტყო.

ცილისწამების ბრალდების გარდა, ახალგორელ აქტივისტს რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის კიდევ ორი მუხლით ედავებიან: „სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის უკანონო მიღება საქართველოს მოქალაქეობის პარალელურად გაყალბებული განცხადების საფუძველზე და აღნიშნული გაყალბებული დოკუმენტის გამოყენება“.

2017 წლის 16 აგვისტოს მეარაყიშვილის წინააღმდეგ ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო.

მეარაყიშვილს დღემდე თავისუფალი გადაადგილება შეზღუდული აქვს [ყველა საბუთი ჩამოართვეს] და, ფაქტობრივად, შინაპატიმრობაში იმყოფება.

მასალების გადაბეჭდვის წესი