ახალი ამბები

ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.79 ლარი გახდა

25 თებერვალი, 2020 • 1044
ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.79 ლარი გახდა

25 თებერვლის სავალუტო ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან 1.3 თეთრით გამყარდა. შედეგად, ხვალ, 26 თებერვალს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური კურსი 2.79 ლარი იქნება. ლარი დოლართან 2.2 თეთრით გამყარდა 24 თებერვალსაც. ეროვნული ვალუტა დოლარის გარდა ევროსთანაც მყარდება. ბოლო ორ დღეში თითქმის 3- თეთრიანი გამყარების შედეგად ხვალ ევროს ოფიციალური ღირებულება 3.02 ლარი იქნება.

საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი. ეს ნიშნავს, რომ გაცვლითი კურსი განისაზღვრება სავალუტო ბაზრის მიერ, რომელიც შედგება კომერციული ბანკებისგან და იმ კორპორაციებისა თუ ინდივიდებისგან, რომელთა ინტერესში უცხოური ვალუტის ყიდვა–გაყიდვა შედის.

მასალების გადაბეჭდვის წესი