ამერიკული დიპლომი შენი ქალაქიდან გაუსვლელად – „პროგრესის“ გუნდის ახალი მიღწევა

ქართულ-ამერიკული სკოლა ,,პროგრესის“ დაფუძნებამ საქართველოში თანამედროვე განათლების მიღების ახალი სტანდარტი დააწესეს. 18-წლიანი ისტორიის მანძილზე ქუთაისში, თბილისსა და ბათუმში ფილიალები ამოქმედდა, სადაც საერთო ღირებულებებით ასობით ადამიანმა თავი მოიყარა და სწორი მიმართულების არჩევით საგანმანათლებლო სივრცეში ახალი სიტყვა ითქვა.

მორიგი ნაბიჯი პროგრესულმა გუნდმა ბათუმის ფილიალს დაუკავშირა, რომლის ბაზაზეც ამერიკული აკადემია გაიხსნა. ზღვისპირა, პატარა ქალაქი უდიდესი საგანმანათლებლო შესაძლებლობების სივრცედ იქცა, რადგან მის ფარგლებში ამერიკული დიპლომის აღება უკვე რეალური პერსპექტივაა.

თბილისის და ქუთაისის შემდეგ, ბათუმში ამერიკული საერთაშორისო აკადემია „პროგრესის“ გახსნით, AP (Advanced Placement) პროგრამა და სასწავლო მოდულები უფროსკლასელებისთვის (IX, X, XI, XII კლასის მოსწავლეებისთვის) ამოქმედდა. ამ პროგრამის მეშვეობით საქართველოსა და უცხოეთში აკრედიტირებულ უნივერსიტეტებში ჩარიცხვისთვის მომზადება უკვე მარტივად არის შესაძლებელი; არჩეული მიზნისკენ სვლა კი, საუნივერსიტეტო მასალის, კრედიტების დაგროვების ხარჯზე ხდება, რომლებიც შემდეგ ქვეყნის საზღვრებს გარეთ უმაღლეს სასწავლებელში ჩაეთვლებათ.

28 თებერვალს, 14:00 საათზე ამერიკული უმაღლესი საერთაშორისო სკოლა-კოლეჯი „პროგრესის“ თბილისის ფილიალი ღია კარის დღეს უმასპინძლებს. პრეზენტაციის ერთ-ერთი თემა სწორედ აღნიშნული სიახლე იქნება. ბათუმის აკადემიასთან ერთად კი საუბარი სხვა სიახლეებს – საუნივერსიტეტო კრედიტების დაგროვებას, გასული წლის მიღწევებსა და სამომავლო სამოქმედო გეგმებსაც შეეხება, რომლებსაც აუდიტორიას სკოლის გუნდის წევრები გააცნობენ.

საოცნებო განათლების მიღება უკვე ხელმისაწვდომია საქართველოს სამივე ქალაქში.  გაჩნდა შესაძლებლობაც, რომ აკადემიაში სწავლისას წარჩინებულმა მოსწავლეებმა, თანადაფინანსება თუ სტიპენდია ამერიკულ კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში მოიპოვონ. ფორმალური განათლების კვალდაკვალ კი, სხვადასხვა საგანმანათლებლო ბანაკსა თუ საერთაშორისო პროექტში მონაწილეობა არაფორმალური განათლების წყაროს წარმოადგენს და ეს „პროგრესის“ პრეროგატივაა, ისევე როგორც, კრიტიკული აზროვნების, დროის მენეჯმენტის და უცხოეთში წარმატებული სწავლისთვის საჭირო სხვა უნარების გამომუშავებისთვის ენთუზიაზმით მუშაობა.

აღსანიშნავია, რომ ბარიერს არც ენის მაღალ დონეზე ცოდნა წარმოადგენს, რადგან შესაძლებელია წინა-მოსამზადებელი კურსების გავლა და სათანადოდ მომზადება. აკადემიაშივე ახალგაზრდები ინგლისურ ენაზე ისეთი გამოცდებისთვის  ემზადებიან, როგორიცაა: SAT, SAT-subjects, AP –subjects,  TOEFL, IELTS

როგორც სკოლის დამფუძნებელი, ნინო ჩიკვაშვილი ამბობს, პროგრესული ახალგაზრდების აღზრდა სამივე ქალაქში არსებული ფილიალისთვის მუდმივი გამოწვევაა:

“ჩვენი მიზანია პროგრესული ახალგაზრდების აღზრდა. ამჯერად აკადემიის დაფუძნებით კი, გვსურს თბილისელი და ქუთაისელი ბავშვების მსგავსად, ბათუმელ ბავშვებს მასშტაბური შესაძლებლობები მივცეთ თანამედროვე ხარისხიანი განათლება მიიღონ ქალაქიდან გაუსვლელად. ნებისმიერი საჯარო და სხვა კერძო სკოლის მოსწავლეებს შეუძლიათ გაკვეთილების შემდეგ გაიარონ სასურველი მოდულები სრულად თუ ნაწილობრივ”.

სწავლების ხარისხის განმსაზღვრელი აკადემიაში პროგრამის კვალიფიციური არქიტექტონიკაა. ის ამერიკის სააკრედიტაციო სააგენტოს “AdvancED”-ის, “უმაღლესი სასწავლებლების საბჭოს” მიერ აკრედიტირებულია და მსოფლიოში აღიარებულ ამერიკულ დიპლომს გასცემს.

,,პროგრესს“ განვითარებაზე ორიენტირება პროგრესულ სივრცედ რომ აქცევს, ეს შედეგი მრავალჯერადად მისი საქმიანობისა თუ მოსწავლეების მიერ მიღწეულმა წარმატებამ განამტკიცა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი