ახალი ამბები

რუს დეპუტატს სვირინგების აკრძალვა სურს

24 თებერვალი, 2020 • 1053
რუს დეპუტატს სვირინგების აკრძალვა სურს

რუსეთის სახელმწიფო დუმის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმდჯომარის პირველ მოადგილეს, გენადი ონიშენკოს სვირინგების აკრძალვა სურს. ამის შესახებ მან რადიოსადგურ „გოვორიტ მოსკვასთან“ საუბარში განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული სახელმწიფო მედია „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

„ეს უფრო მძიმე გამოხატულებაა იმ ინტელექტუალური კრიზისის, რომელსაც ჩვენ განვიცდით. ყველა ეს სვირინგი საერთოდ უნდა აიკრძალოს“, – აღნიშნა მან.

გარდა ამისა, მან განაცხადა, რომ სვირინგებს, როგორც ნებისმიერ ქიმიურ ნივთიერებას, რომელიც კანის სტრუქტურაში შედის, ონკოლოგიური დაავადების გამოწვევა შეუძლია.


გარეკანის ფოტო: რენ-ტვ

მასალების გადაბეჭდვის წესი