ახალი ამბები

რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები ჩაიშალა

24 თებერვალი, 2020 • 1519
რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები ჩაიშალა

რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები, რომელიც დღეს, 24 თებერვალს უნდა გამართულიყო, ქვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა.

როგორც რაგბის კავშირში აცხადებენ, დღეს “ქორთიარდ მერიოტში” დელეგატთა საჭირო რაოდენობა, 2/3 არ მივიდა. რეგისტრაცია მხოლოდ მოქმედი პრეზიდენტის, გოჩა სვანიძის მომხრეებმა გაიარეს, რომელთა ხმათა საერთო რაოდენობა 43-ს შეადგენდა და არჩევნები კიდევ ერთხელ გადაიდო.

რაგბის კავშირში აღნიშნავენ, რომ არჩევნები ჯერ კიდევ ამა წლის 30 იანვარს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა, როგორც კავშირში აღნიშნავენ, ორი კანდიდატის, ირაკლი აბუსერიძისა და ლაშა (ბაჩო) ხურციძის განცხადების საფუძველზე 24 თებერვლისთვის გადაიდო.

რაგბის კავშირის გამგეობა უახლოეს დღეებში შეიკრიბება და არჩევნების ჩატარების ახალი თარიღი დასახელდება. რეგლამენტის თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნები 5-იდან 25 მარტამდე დაინიშნება.

რაგბის კავშირში ასევე ამბობენ, რომ კანდიდატები ამ დროისთვის უცვლელია. რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კენჭს იყრიან მოქმედი პრეზიდენტი გოჩა სვანიძე, ყოფილი მორაგბე, ამჟამად დეპუტატი მმართველი პარტიიდან ირაკლი აბუსერიძე და ბაჩო ხურციძე, რაგბის კავშირის ყოფილი თანამშრომელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი