ახალი ამბები

პრემიერი: იმედია, პრეზიდენტი ახალაიას, მერაბიშვილს და სხვა კეთილ ადამიანებს შეიწყალებს

24 ივლისი, 2015 •
პრემიერი: იმედია, პრეზიდენტი ახალაიას, მერაბიშვილს და სხვა კეთილ ადამიანებს შეიწყალებს

“ჩვენ ვნახეთ, რომ ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი არის ჭეშმარიტი ნაციონალური პრეზიდენტი. გუშინ შეიწყალა ერთ–ერთი მსჯავრდებული, ბატონი ბობოხიძე, რომელიც ჩვენმა პროკურატურამ დააკავა, მას მიესაჯა და ახლა პრეზიდენტმა შეიწყალა. ძალიან კარგია, რომ ასეთი კეთილშობილური პრეზიდენტი გვყავს ჩვენ და იმედი მაქვს, რომ სააკაშვილს, ბაჩო ახალაიას, ვანო მერაბიშვილს და სხვებსაც, კეთილ ადამაინებსაც შეიწყალებს ძალიან მალე,”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

გუშინ ცნობილი გახდა, რომ იმ 98 პატიმრიდან, რომელიც გიორგი მარგველაშვილმა შეიწყალა, ერთ–ერთი აკაკი ბობოხიძის ძმაა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი