ახალი ამბები

კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვმა 80 ათასს მიაღწია

24 თებერვალი, 2020 • 1664
კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვმა 80 ათასს მიაღწია

კორონავირუსით ამჟამად დაავადებულია თითქმის 80 000 ადამიანი, გამოჯანმრთელდა დაახლოებით 25 000, გარდაიცვალა – 2000-ზე მეტი,.

კორონავირუსი აგრეთვე გავრცელდა იტალიაში, ირანსა და სამხრეთ კორეაში. იტალიის ჩრდილოეთში ამის გამო უკვე გაუქმდა სპორტული ღონისძიებები, ირანთან კი საქართველომ საჰაერო მიმოსვლა შეაჩერა.

შესწორება: მასალაში თავდაპირველად ეწერა, რომ 195 პაციენტის შემთხვევაში კორონავირუსით ხელმეორედ დაავადება დაფიქსირდა, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. ამის შესახებ ინფორმაცია ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნულმა კომისიამ გაავრცელა, ამჟამად ეს ინფორმაცია შესაბამის ბმულზე ხელმისაწვდომი აღარ არის. რედაქცია მკითხველებს ბოდიშს უსხდის.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი