ახალი ამბები

თურქეთმა კორონავირუსის გამო ირანთან საზღვარი ჩაკეტა

23 თებერვალი, 2020 •
თურქეთმა კორონავირუსის გამო ირანთან საზღვარი ჩაკეტა

თურქეთის ხელისუფლებამ კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო მეზობელ ირანთან საზღვარი ჩაკეტა. მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო პაკისტანმაც.

ხელისუფლების გადაწყვეტილებით, საავტომობილო და სარკინიგზო გზები თბილისის დროით 18:00 საათისთვის ჩაიკეტა. დროებით შეიზღუდა ფრენები ირანიდან თურქეთის მიმართულებით.

ბოლო მონაცემებით, ირანში კორონავირუსით 43 ადამიანი დაინფიცირდა და 8 ადამიანი დაიღუპა.

ირანთან საჰაერო მიმოსვლა დროებით შეწყვიტა ავღანეთმაც.

ამასთან, რამდენიმე საათის წინ საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ირანში ფრენების დროებით შეჩერების შესახებ.

„შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება შეზღუდოს ფიზიკური პირების გადაადგილება ირანის ისლამური რესპუბლიკიდან საქართველოში და პირიქით“, – წერს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ვრცლად:

რაც საჭირო იქნება, გავაკეთებთ – გახარია კორონავირუსის გამო ირანთან ფრენების შეზღუდვაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი