ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ალიევები რომის პაპს შეხვდნენ, მეჰრიბან ალიევას პიუს IX-ის ორდენი გადასცეს

23 თებერვალი, 2020 • 2848
ალიევები რომის პაპს შეხვდნენ, მეჰრიბან ალიევას პიუს IX-ის ორდენი გადასცეს

აზერბაიჯანის პრეზიდენტი და პირველი ვიცეპრეზიდენტი, მეუღლეები, ილჰამ და მეჰრიბან ალიევები, რომის პაპ ფრანცისკეს შეხვდნენ.

აზერბაიჯანის პირველი პირები პაპმა ფრანცისკენ ვატიკანში მიიღო. პრესრელიზის თანახმად, შეხვედრისას მხარეებმა გამოხატეს კმაყოფილება არსებული ორმხრივი ორთიერთობების განვითარების გამო“.

ვატიკანის თანახმად, საუბარი ასევე შეეხო „რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებს და ხაზი გაესვა კულტურათშორისი და რელიგიათშორისი დიალოგის მნიშვნელობას, რაც ხელს უწყოს სხვადასხვა რელიგიურ და ეთნიკურ ჯგუფს შორის მშვიდობიან თანაცხოვრებას“.

აზერბაიჯანული სამთავრობო პრესის ცნობით, მეჰრიბან ალიევას ვიზიტისას ვატიკანის სახელმწიფო მდივანმა კარდინალმა პიეტრო პაროლინიმ პაპ პიუს IX-ის ორდენი გადასცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი