ახალი ამბები

ცოლ-შვილზე ძალადობის ბრალდებით ბათუმში კაცი დააკავეს

23 თებერვალი, 2020 • 953
ცოლ-შვილზე ძალადობის ბრალდებით ბათუმში კაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ ბათუმში დააკავეს 1968 წელს დაბადებული კაცი, რომელსაც ოჯახში ძალადობასა და ოჯახის წევრის მიმართ მუქარა ედება ბრალად.

დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების თანახმად, ბრალდებულმა მეუღლეს – 1975 წელს დაბადებულ ხ.გ.-ს და არასრულწლოვან შვილს სხვადასხვა დროს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა; ამასთან, ის ცოლს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

„ოჯახის წევრის მიმართ მუქარისა და ოჯახის წევრების მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, ასევე, სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – წერს სამინისტრო.

მასალების გადაბეჭდვის წესი