ახალი ამბები

მანანა კობახიძე ჯაჭვლიანზე: დღეს მე პირადად შემრცხვა ჩემი კოლეგის გამო

22 ივლისი, 2015 • 1398
მანანა კობახიძე ჯაჭვლიანზე: დღეს მე პირადად შემრცხვა ჩემი კოლეგის გამო

“ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა თანაგუნდელობა, თანაპარტიელობა არ მზღუდავს ….პირიქით, მავალდებულებს კიდეც… მე ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, ამომრჩევლებს, ჩვენს მომხრეებს თუ მოწინააღმდეგეებს, განსაკუთრებით, ყველა ქალს, ვინც დარბაზში იჯდა ან ეთერში გვისმენდა, შეიძლება არც გვისმენდა, განურჩევლად მათი სტატუსისა, ასაკისა, მდგომარეობისა, იმ უხამსი შინაარსის გამონათქვამებისთვის, რაც ბატონი სოსო ჯაჭვლიანის განცხადებაში იყო და ჩემი აზრით, ყოველგვარი იუმორის, ხუმრობის ფარგლებს ცდება( თუკი ამ შემთხვევაში იუმორით ვინმე შეეცდება მის გამართლებას). ვწუხვარ, რომ მე, როგორც სხდომის წამყვანმა, ვერ შევძელი მისი შეჩერება, ჩვენ ზოგჯერ გვავიწყდება, რომ ჩვენ ბევრად მეტი პასუხისმგებლობა გვმართებს, ვიდრე იმ ადამიანებს, ვისაც საპარლამენტო ტრიბუნიდან ვეპასუხებით, დღეს მე პირადად შემრცხვა ჩემი კოლეგის გამო და არ მრცხვენია ამის აღიარების!”– წერს მანანა კობახიძე. 


 

ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა თანაგუნდელობა, თანაპარტიელობა არ მზღუდავს ….პირიქით, მავალდებულებს კიდეც… მე ბოდიშს ვ…

Posted by Manana Archil Kobakhidze on Wednesday, July 22, 2015

“მე ბოზებში არასოდეს დავდიოდი არც მაშინ და არც ახლა, 10 მანეთის გადახდა ჩემთვის შეურაცხმყოფელი იყო, მე 10 მანეთის გარეშეც ვახერხებდი ამ საკითხებს. ისე ცნობისთვის, თუ ვინმე ლამაზი ცნობილი ქალბატონი იყო საბჭოთა კინოში, ყველასთან მაქვს ნამუშევარი 10 მანეთის გარეშე”, – ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე დეპუტატმა სოსო ჯაჭვლიანმა გააკეთა.

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, ამ განცხადებით თავის ოპონენტს, აკაკი ბობოხიძეს უპასუხა.

 

“ეკა ხერხეულიძეს ჩემი ოჯახის დანგრევის მცდელობა ჰქონდა. რამდენიმე თვის წინ მან ბრძანა, პარლამენტის სესია იმიტომ ჩაიშალა, კვორუმი არ შედგა, სოსო ჯაჭვლიანი იბიარდზე იყოო. რატომ მაყენებთ შეურაცხყოფას? მე იბიარდზე ვერასოდეს ვიქნები, მე ერთგული მეუღლე ვარ. ეს თქვენი გუნდი დადიოდა ამ იბიარდზე 10 წლის განმავლობაში. ეს იბიარდობა ეტყობა ქვეყანას, ამიტომ, ნაიბიარდები ქვეყნის სტაგნაციიდან გამოყვანა ძალიან ძნელია და ჩვენ ვეცდებით საღი აზრების იმპლემენტირება გავაკეთოთ”, – განაცხადა ჯაჭვლიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი