ახალი ამბები

ნორვეგია იზიარებს შეშფოთებას საქართველოში კიბერშეტევის გამო

20 თებერვალი, 2020 • 1886
ნორვეგია იზიარებს შეშფოთებას საქართველოში კიბერშეტევის გამო

ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ ტვიტერის გვერდზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას ეხმაურება, სადაც უწყება აცხადებდა, რომ 2019 წელს სამთვრობო გვერდებზე კიბერშეტევის უკან რუსეთის გრუ (სამხედრო დაზვერვის სამსახური) იდგა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ნორვეგია იზიარებს შეშფოთებას საქართველოში კიბეროპერაციის გამო და აცხადებს, რომ ნორმების, წესებისა და პრინციპების პატივისცემა აუცილებელია საერთაშორისო მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნებისთვის კიბერსივრცეში.

გაერთიანებულმა სამეფომ, საქართველომ და აშშ-მა სულ ცოტა ხნის წინ გამოაცხადეს, რომ 2019 წლის შემოდგომაზე ქართულ საიტებზე, მედიასა და მათ შორის სახელმწიფო უწყებების ვებგვერდებზე განხორციელებულ კიბერთავდასხმაზე პასუხისმგებელია რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახური – გრუ.

„გაერთიანებული სამეფოს ეროვნული კიბერუსაფრთხოების ცენტრმა (NCSC) დიდი ალბათობით დაადგინა, რომ 2019 წლის 28 ოქტომბერს “გრუ”-მ განახორციელა მასშტაბური და ზიანის მომტანი კიბერშეტევები. ისინი მიმართული იყო სხვადასხვა ქართული ვებ-პროვაიდერების მიმართ, რამაც შედეგად გამოიწვია ვებ-გვერდების სახეცვლილება, მათ შორის საქართველოს მთავრობის, სასამართლოების, არასამთავრობო სექტორის, მედია და ბიზნესორგანიზაციების ვებგვერდების. კიბერშეტევამ ასევე შეაფერხა რამდენიმე ნაციონალური ტელეარხის მაუწყებლობა“, — წერია დიდი ბრიტანეთის საგარეო ოფისის განცხადებაში.

დიდი ბრიტანეთის შეფასებით, „ეს კიბერშეტევები ნაწილია იმ მტრული და დესტაბილიზაციის გამომწვევი გრძელვადიანი კამპანიისა, რომელსაც რუსეთი ახორციელებს საქართველოს წინააღმდეგ. გაერთიანებული სამეფო მკაფიოა იმაში, რომ “გრუ”-ს მიერ განხორცეიელებული ეს კიბერშეტევები არის მცდელობა, შეარყიოს საქართველოს სუვერენიტეტი, დათესოს გაურკვევლობა და ზიანი მიაყენოს ქართველი ხალხის ყოვედლღიურ ცხოვრებას“.

ყველა ქართული ვებსაიტი, რომლებზეც ჰაკერული შეტევაა – განახლებადი

მასალების გადაბეჭდვის წესი