ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების განყოფილება ეხმაურება 2019 წლის კიბერთავდასხმას ათასობის ქართულ ვებგვერდზე და აცხადებს:
„ლიეტუვა ძლიერად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს მავნე კიბერაქტივობები საქართველოს წინააღმდეგ“.
Recalling the 2019 October disruptive cyber-attack against #Georgia media and governmental webpages, Lithuania strongly reiterates its support to ?? sovereignty and territorial integrity and urges #Russia to stop malicious cyber activities against Georgia.https://t.co/tbE9dgtPYm
— LT MFA StratCom (@LT_MFA_Stratcom) February 20, 2020
გაერთიანებულმა სამეფომ, საქართველომ და აშშ-მა სულ ცოტა ხნის წინ გამოაცხადეს, რომ 2019 წლის შემოდგომაზე ქართულ საიტებზე, მათ შორის მედიასა და სახელმწიფო უწყებების ვებგვერდებზე, განხორციელებულ კიბერთავდასხმაზე პასუხისმგებელია რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახური – გრუ
„გაერთიანებული სამეფოს ეროვნული კიბერუსაფრთხოების ცენტრმა (NCSC) დიდი ალბათობით დაადგინა, რომ 2019 წლის 28 ოქტომბერს “გრუ”-მ განახორციელა მასშტაბური და ზიანის მომტანი კიბერშეტევები. ისინი მიმართული იყო სხვადასხვა ქართული ვებ-პროვაიდერების მიმართ, რამაც შედეგად გამოიწვია ვებ-გვერდების სახეცვლილება, მათ შორის საქართველოს მთავრობის, სასამართლოების, არასამთავრობო სექტორის, მედია და ბიზნესორგანიზაციების ვებ ვერდების. კიბერშეტევამ ასევე შეაფერხა რამდენიმე ნაციონალური ტელეარხის მაუწყებლობა“, — წერია დიდი ბრიტანეთის საგარეო ოფისის განცხადებაში.
დიდი ბრიტანეთის შეფასებით, „ეს კიბერშეტევები ნაწილია იმ მტრული და დესტაბილიზაციის გამომწვევი გრძელვადიანი კამპანიისა, რომელსაც რუსეთი ახორციელებს საქართველოს წინააღმდეგ. გაერთიანებული სამეფო მკაფიოა იმაში, რომ “გრუ”-ს მიერ განხორცეიელებული ეს კიბერშეტევები არის მცდელობა, შეარყიოს საქართველოს სუვერენიტეტი, დათესოს გაურკვევლობა და ზიანი მიაყენოს ქართველი ხალხის ყოვედლღიურ ცხოვრებას“.