ახალი ამბები

კიბერშეტევა, რა დროსაც 2019 წელს ათასობით ქართული საიტი გაითიშა, რუსეთმა განახორციელა – საგარეო

20 თებერვალი, 2020 • 2030
კიბერშეტევა, რა დროსაც 2019 წელს ათასობით ქართული საიტი გაითიშა, რუსეთმა განახორციელა – საგარეო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოზე ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა განხორციელდა. კერძოდ, კიბერშეტების ობიექტები იყო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია, სასამართლო სისტემა, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, სახელმწიფო, კომერციული და მედიაორგანიზაციების ვებ-გვერდები, სერვერები და დაცვითი სისტემები.

სამინისტროს ინფორმაციით, კიბერშეტევის შედეგად დაზიანდა ორგანიზაციების სერვერები, მართვისი სისტემა და მნიშვნელოვნად შეფერხდა მათი ფუნქციონირება.

“აღნიშნული კიბერშეტევა მიზნად ისახავდა საქართველოს ერონული უსაფრთხოების ხელყოფას, საქართველოს მოსახლეობისთვის ზიანის მიყენებას და სამთავრობო სტრუქტურების და სხვა ორგანიზაციების შეფერხებით და მოშლით საზოგადოებაში მღელვარების დათესვას”, – განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე.

სამინისტროს ცნობით, ქართული მხარის მიერ ჩატარებული გამოძიებითა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული კიბერშეტევა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მიერ განხორციელდა.

ქართული მხარის მიერ ჩატარებული გამოძიებით და საერთაშორიოს პარტნიორებთან ურთიერთანამშრომლობის შედეგად მიღებული ინფორმაციის შესაბამისად აღნიშნული კიბერშეტევა დაიგეგმა და განხორციელდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მიერ.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებები გაავრცელეს ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოებმა საქართველოში. ორივე ქვეყანა გმობს რუსეთის მხრიდან განხორციელებულ ქმედებას.

ათასობით ქართული საიტის დაჰაკვაზე გამოძიება დაიწყო

მასალების გადაბეჭდვის წესი