ახალი ამბები

“ენმ გუშინდელი დღეა” – პრემიერი მერაბიშვილის განცხადებაზე

20 თებერვალი, 2020 • 1103
“ენმ გუშინდელი დღეა” – პრემიერი მერაბიშვილის განცხადებაზე

“არ მინდოდა ამ თემაზე საუბარი, მაგრამ კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ენმ გუშინდელი დღეა, ჩვენ უნდა ვიფიქროთ ხვალინდელ დღეზე”, – ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გააკეთა ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით, რომელმაც დღეს ტერმინი “დამხობა” გამოიყენა “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებით.

“ჩვენ უნდა ვიშრომოთ, რომ ეს დამხობებისა და გამოწვევების კი არა, შესაძლებლობების ქვეყანა იყოს ახლგაზრდობისთვის. გუშინდელი ძალადობრივი… დღეს თავისუფლების პირველივე წუთებზე თქვა, რომ დავამხობო, დავასრულებო კი არა ან შევცვლიო, დავამხობო. ჩვენ ვიყურებით წინ, ეს დამხობის მცდელობები რამდენჯერმე ჰქონდათ და არაფერი გამოუვიდათ, არც აწი გამოუვათ”, – განაცხადა გახარიამ.

აქტიურ პოლიტიკაში ჩავერთვები – ვანო მერაბიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი