ახალი ამბები

წულუკიანი ვანო მერაბიშვილის პოლიტიკურ მომავალს აფასებს

20 თებერვალი, 2020 • 1155
წულუკიანი ვანო მერაბიშვილის პოლიტიკურ მომავალს აფასებს

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ამბობს, რომ ვანო მერაბიშვილის რეალობის ბოლომდე აღქმა უჭირს, რაც ამდენწლიანი ციხეში ჯდომის შემდეგ ბუნებრივია. წულუკიანი შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს “პოლიტიკურ ცხელ კარტოფილს” ადარებს, რომელიც არავის უნდა:

“ბატონ მერაბიშვილს დროსთან ერთად მოუწევს იმის შეფასება, რა დატოვა და რა დახვდა. მაგალითად, ნახავს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” სულაც არ არის ერთიანი. ეს არის დაქსაქსული ძალა და შემდეგ ამ დაქსაქსული ელემენტების დეგრადირების ხარისხის შეფასება მოუწევს. მოუწევს გაიაზროს, რომ ის რეალურად მისი ყოფილი ძალის დანაყოფებისთვის პოლიტიკურ და პიარულ ცხელ კარტოფილად იქცა, რომელიც ალბათ არავის უნდა. დაიწყებენ მისით პინ-პონგით თამაშს, რადგან ის რეალურად არის პრობლემა. როგორც მან თავად ერთ-ერთ ვიდეოში ეს ტერმინი გამოიყენა, არის “მეტრუპე”. შესაბამისად, არ შეიძლება “მეტრუპე” ვინმეს თავისთან უნდოდეს. მოჩვენებითად ალბათ ეტყვიან, რომ შენი ჩვენთან ყოფნა გვიხარია… ამიტომ მას ძალიან ბევრი სამუშაო აქვს.”

ყოფილმა შინაგან საქმეთა და პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ციხე დღეს, 20 თებერვალს დატოვა. როგორც მან თქვა, ის გააგრძელებს ბრძოლას “ქართული ოცნების” ხელისუფლების წინააღმდეგ.

მასალების გადაბეჭდვის წესი