ახალი ამბები

არ მომეწონა ეს ამბავი – ელისაშვილი ხვიჩია-თალაკვაძის შეხვედრაზე

19 თებერვალი, 2020 • 1404
არ მომეწონა ეს ამბავი – ელისაშვილი ხვიჩია-თალაკვაძის შეხვედრაზე

„სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ არ მოეწონა „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან.

იაგო ხვიჩიამ რამდენიემ საათით ადრე განაცხადა, რომ არჩილ თალაკვაძე მას „დაძაბული პოლიტიკური ვითარებიდან გამოსავლის თაობაზე“ სასაუბროდ შეხვდა და მისი მოსაზრებები მოისმინა.

ხვიჩიას თანახმად, მან თალაკვაძეს უთხრა, რომ პოლიტიკური ტემპერატურის დასაწევად პოლიტიკური პატიმრების გათავიუფლება და საარჩევნო სისტემაზე „ქართული ოცნების“ გაცემული დაპირების შესრულებაა აუცილებელი.

ალეკო ელისაშვილს ამ შეხვედრის შესახებ 19 თებერვლის საღამოს ეთერში კითხვა დაუსვა ტვ პირველის წამყვანმა ნინო ჟიჟილაშვილმა. ელისაშვილმა უპასუხა:

„სიმართლე გითხრათ, არ მომეწონა ეს ამბავი“.

ელისაშვილის თქმით, არ მოეწონა „ასე შეხვედრა“, რადგან ზოგადად დახურული შეხვედრები არ მოსწონს, ზოგადადაც და „მით უფრო ასე, ცალ-ცალკე, როდესაც [ოპოზიციის] საერთო ფორმატი არსებობს“.

თუმა, მისი თქმით, მოეწონა, რომ იაგო ხვიჩიამ ამ შეხვედრის შესახებ ღიად ისაუბრა, რადგან, „როგორც აღმოჩნდა, იქ იყვნენ სხვები, რომლებიც არ ამბობენ, იყვნენ თუ არა შეხვედრაზე“.

ელისაშვილმა გაიზიარა სხვა ოპოზიციონერების მოსაზრება ამგვარი ფორმატის შეხვედრებზე და განაცხადა: „რა თქმა უნდა, ხელისუფლება ხვდება, რომ რაღაცაზე უნდა მოილაპაკოს და, როგორც ჩანს, უნდა, [ოპოზიციური ერთობა] გათიშოს და ცალ-ცალკე დაელაპარაკოს, რაღაც ფონი შეიქმნას“.

„სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერმა ასევე თქვა, რომ მომხრეა, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მოლაპარაკება განახლდეს, თუმცა „არანაირ ქცევაში არ ჯდება, ცალი ხელით შევრიგდეთო, მეუბნებოდე და მეორე ხელით პისტოლეტი გქონდეს თავზე მობჯენილი“.

რა პოზიცია აქვთ ოპოზიციაში კალაძის შეთავაზებაზე

ნახეთ ასევე:

რა პოზიცია აქვთ ოპოზიციაში კალაძის შეთავაზებაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი