ახალი ამბები

13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის გამომწვევი მიზეზების ოფიციალური ანგარიში [სლაიდშოუ]

20 ივლისი, 2015 • • 1321
13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის გამომწვევი მიზეზების ოფიციალური ანგარიში [სლაიდშოუ]

ანგარიში საზოგადოებას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა გააცნო.


“კვლევების შედეგად დადგინდა, რომ 2015 წლის 13-14 ივნისს მდ.ვერეს ხეობის მარჯვენა ფერდობზე ადგილი ჰქონდა გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური პროცესების თანხვედრას, უხვი ატმოსფერული ნალექების მოსვლას თან დაერთო კლდეზვავების, მეწყერების, ღვარცოფების, მდინერეებში სიღრმითი და გვერდითი ეროზიების, წყალმოვარდნების, წყალდიდობების, დატბორვების და სეტყვის მასშტაბური განვითარება, რასაც მოჰყვა თანმდევი უარყოფოთი შედეგები და ადამიანთა მსხვერპლი”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.


სპეციალისტების მიერ საველე პირობებში მოპოვებული ინფორმაციისა და საფონდო (ისტორიული) გეოლოგიური და ჰიდროლოგიური მასალების ანალიზის საფუძველზე შედგენილი იქნა წინასწარი ანგარიში, რომელშიც მოცემულია მდ.ვერეს ხეობაში ადრეულ წლებში განვითრებული კატასტროფების სტატისტიკური მონაცემები, სტიქიის გამომწვევი ბუნებრივი მიზეზები, ცალკეული უკიდურესად გართულებული უბნების გეოდინამიკური პირობები და შემუშავებულია რეკომენდაციები სამომავლოდ დამცავი ღონისძიების გასატარებლად, როგორც ახლო, ასევე საშუალოვადიან პერსპექტივაში.




 

მასალების გადაბეჭდვის წესი