ახალი ამბები

მარგველაშვილი “ლელოში”?

18 თებერვალი, 2020 • 1808
მარგველაშვილი “ლელოში”?

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი “კატეგორიულად ვერ უარყოფს”, რომ “ლელოში” აპირებს გაწევრიანებას, თუმცა დასძენს, რომ ეს არაფრის დადასტურებას არ ნიშნავს. ამ საკითხზე მარგველაშვილმა ტვ პირველის გადაცემა “რეაქციაში” ისაუბრა.

ინგა გრიგოლიას თქმით, მას აქვს ინფორმაცია, რომ მარგველაშვილი “ლელოში” გაწევრიანდება.

“კატეგორიულად უარყოფა არ იქნება სწორი, მაგრამ ეს არც რაიმეს დადასტურებას ნიშნავს”, – თქვა მარგველაშვილმა გრიგოლიას საპასუხოდ.

ექსპრეზიდენტის თქმით, “ლელოდან” ხშირი კომუნიკაცია აქვს ფიქრია ჩიხრაძესთან, რომელიც მისი პოლიტიკური მრჩეველი იყო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, თუმცა ხაზარაძე/ჯაფარიძესთან კონსულტაციები არ ჰქონია. მარგველაშვილმა პოლიტიკაში დაბრუნება გასულ კვირას დააანონსა.

მასალების გადაბეჭდვის წესი