ახალი ამბები

ეკლესიამ უმკაცრესი საეკლესიო სასჯელი უნდა დაადგინოს ქალზე მოძალადე კაცებისთვის – დეკანოზი

18 თებერვალი, 2020 • 1599
ეკლესიამ უმკაცრესი საეკლესიო სასჯელი უნდა დაადგინოს ქალზე მოძალადე კაცებისთვის – დეკანოზი

“ბევრჯერ ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, გარდა სახელმწიფოს უმკაცრესი და თანმიმდევრული რეაგირებისა, აუცილებელია საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ უმაღლეს, სინოდალურ დონეზე გააკეთოს უმკაცრესი და ცალსახა განცხადება მოძალადე კაცების წინააღმდეგ, დაგმოს ყოველგვარი ძალადობა ქალების მიმართ და სასწრაფოდ დაადგინოს უმკაცრესი საეკლესიო სასჯელი ქალზე მოძალადე კაცებისთვის”, – ამ განცხადებას დეკანოზი თამაზ ლომიძე გამოთქვამს, სასულიერო პირი, რომელიც გერმანიაში, მიუნხენის ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიაში მსახურობს.

იგი ოჯახში ძალადობისა და ფემიციდის პრობლემას ფეისბუკზე გამოეხმაურა.

“ამასთან ერთად ყველა ეპარქიაში, ეკლესიის ამბიონებიდან უნდა დაიწყოს ინტენსიური სწავლება და ქადაგება კაცების ვალდებულების შესახებ ქალის და ცოლის წინაშე, თუნდაც იმ შემთხვევაში, როცა ცოლს აღარ უნდა მასთან ცხოვრება. დღეს ბევრი ეგოისტი და მოძალადე კაცი სრულიად გაუცნობიერებელია და უსწავლელია ქალთან ურთიერთობის საკითხებში. ეკლესიიდან უნდა წამოვიდეს ცალსახა და კატეგორიული იმპულსი, ყოველგვარი ”მაგრამ”-ის გარეშე. ეს საციცოცხლოდ აუცილებელია”, – აცხადებს დეკანოზი.

სამტრედიაში ქალი, სავარაუდოდ, ქმარმა მოკლა

მასალების გადაბეჭდვის წესი