ახალი ამბები

“თქვენ პროკურატურის სულით გაჟღენთილი კაცი ხართ” – დეპუტატი შოთაძეს

17 თებერვალი, 2020 • 1294
“თქვენ პროკურატურის სულით გაჟღენთილი კაცი ხართ” – დეპუტატი შოთაძეს

“პროფესიამ გაჟღენთვა იცის და, მე დარწმუნებული ვარ, თქვენ პროკურატურის სულით გაჟღენთილი კაცი ხართ”, – უთხრა დეპუტატმა სიმონ ნოზაძემ ირაკლი შოთაძეს პარლამენტში.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მთავარი პროკურორობის კანდიდატ ირაკლი შოთაძეს უსმენენ.

მმართველი გუნდის წარმომადგენელმა, დეპუტატმა სიმონ ნოზაძემ მას ორი შეკითხვითაც მიმართა. ერთი რ2-ის საქმეს ეხებოდა, ხოლო მეორე – გასული წლის ბოლოს პარლამენტში მომხდარ ინციდენტს, როდესაც პლენარულ სხდომაზე მძაფრი სუნის შემცველი სითხე დაასხეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი