ახალი ამბები

ადვოკატის ინფორმაციით, ლევან ბერიანიძეზე თავდამსხმელი სასამართლომ 100 ლარით დააჯარიმა

17 ივლისი, 2015 •
ადვოკატის ინფორმაციით, ლევან ბერიანიძეზე თავდამსხმელი სასამართლომ 100 ლარით დააჯარიმა

იურისტი ამბობს, რომ სასამართლომ 16 წლის თავდამსხმელი სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო დააჯარიმა. ბოლქვაძის თქმით, მან მოსამართლეს მიმართა, რომ თავდასხმისას ადგილი ჰქონდა ფიზიკურ შეურაცხყოფასაც, თუმცა მისი შენიშვნა სასამართლომ არ გაითვალისწინა.

 

ნინო ბოქლქვაძის თქმით, ფიზიკური შეურაცხყოფის შესახებ განცხადება დაწერეს პოლიციაში და ლევან ბერიანიძე თბილისის პროკურატურაშია დაკითხვაზე დაბარებული.

 

ნინო ბოლქვაძე მოითხოვს, რომ გახსნან ვიდეოკამერები და ამოიღონ ჩანაწერი, თუმცა იურისტი ვარაუდობს, რომ დაკითხვა პროცესის გაჭიანურებასა და ჩანაწერების წაშლას ისახავს მიზნად.

 

“იდენტობის” თანამშრომლის ლევან ბერიანიძის განცხადებით, დღეს, 17 ივლისს თბილისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ჰომობობიის ნიადაგზე თავს დაესხა პიროვნება, რომელმაც სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

 

გამოძიება საქმეზე ადმინისტრაციულ სამართლადარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის მიხედვით, წვრილმანი ხულიგნობის მუხლით, დაიწყო.

სასამართლო
სასამართლო

მასალების გადაბეჭდვის წესი