ახალი ამბები

მძაფრი სუნი და ცივი წყალი პირადი ჰიგიენისთვის თბილისის ფსიქიატრიულში – ომბუდსმენის განცხადება

17 თებერვალი, 2020 •
მძაფრი სუნი და ცივი წყალი პირადი ჰიგიენისთვის თბილისის ფსიქიატრიულში – ომბუდსმენის განცხადება

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის მონახულების შედეგად სხვადასხვა სახის პრობლემა აღმოაჩინა, რაც, მისი თქმით, ართულებს პაციენტების მდგომარეობას.

“ვიზიტის შედეგად გამოიკვეთა, რომ პრობლემურია დაწესებულების მოძველებული ინფრასტრუქტურა, გადატვირთულობა და სანიტარულ-ჰიგიენური პირობები. ცენტრში არსებული მდგომარეობა არ ქმნის ხელსაყრელ თერაპიულ გარემოს.

პაციენტები არ არიან უზრუნველყოფილი სათანადო საყოფაცხოვრებო პირობებით. არ აქვთ პირადი ნივთების შესანახი კარადები. განყოფილებებში არ დგას სკამები, რბილი ავეჯი. თამბაქოს მოსაწევი ადგილი არ არის იზოლირებული განყოფილების საერთო სივრციდან. შენობაში დგას მძაფრი, სპეციფიკური სუნი. პაციენტები მოკლებული არიან ყოველდღიური გასეირნების შესაძლებლობას. სველ წერტილებში არ მოდის ცხელი წყალი, რის გამოც მათ პირადი ჰიგიენის დაცვა ცივი წყლის გამოყენებით უწევთ”, – წერია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც ომბუდსმენის აპარატში “ნეტგაზეთს” განუმარტეს, “ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის” პაციენტებისთვის გამოყოფილია კონკრეტული დღეები, როდესაც მათ ბანაობის საშუალება აქვთ და მხოლოდ ამ დღეებში მიეწოდება შენობას ცხელი წყალი, დანარჩენ დღეებში კი ჰიგიენის ნორმების დაცვა პაციენტებს ცივი წყლის გამოყენებით უწევთ.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მსგავსი სტაციონარისთვის არსებული დაფინანსება აბრკოლებს პაციენტთა სათანადოდ მოვლის და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ხარისხს. გარდა ამისა, ბენეფიციართა შორის ხშირია კონფლიქტისა და ძალადობის შემთხვევები, რომელთა სათანადო მართვა არ ხდება. ასევე არ ხორციელდება ძალადობის პრევენციისთვის საჭირო ღონისძიებები.

განცხადებაში ნათქვამია, რომ დაწესებულებას არ ჰყავს საკმარისი რაოდენობის პერსონალი, ამასთან, არც დასაქმებულებს აქვთ სათანადო სამუშაო პირობები.

სახალხო დამცველმა მოუწოდა სახელმწიფო უწყებებს, გააძლიერონ ღონისძიებები ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის უზრუნვეყოფის მიმართულებით. ასევე, სახალხო დამცველმა მოუწოდა შესაბამის უწყებებს, დროულად მოახდინონ სფეროს დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგიის შემუშავება და თემზე დაფუძნებული და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის სერვისების რაოდენობის ზრდა.

სახალხო დამცველის აპარატის განმარტებით, აღნიშნული შენობა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა. ხოლო ცენტრის 100%-იანი წილის მფლობელი საქართველოს სახელმწიფოა.

თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი

თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი

თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი

თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი

თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი

თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი

თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი

თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი

თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი

თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი

მასალების გადაბეჭდვის წესი