ახალი ამბებიეკონომიკა

მივესალმები, რომ ეკონომიკის ნაცვლად ტურიზმის სამინისტრო ვიყოთ – მინისტრი

17 თებერვალი, 2020 • 3835
მივესალმები, რომ ეკონომიკის ნაცვლად ტურიზმის სამინისტრო ვიყოთ – მინისტრი

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ მიესალმება იდეას, მისი სამინისტრო ეკონომიკის ნაცვლად ტურიზმის სამინისტრო იყოს.

რამდენიმე დღის წინ ავიაციის საკითხების სპეციალისტი თამარ თანდაშვილი ფეისბუკზე გამოვიდა იდეით, შექმნილიყო ტურიზმის სამინისტრო, რომელიც ტურიზმის ადმინისტრაციას და სხვადასხვა უწყებებს გააერთიანებდა.

17 თებერვალს ჟურნალისტებმა ამ იდეის შესახებ აზრი ჰკითხეს ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას, რომელმაც პასუხად თქვა, რომ მსგავსი ინიციატივა ამ ეტაპზე არ განიხილება, შემდეგ კი დასძინა:

„მიუხედავად იმისა, რომ ეს ინიციატივა არ იხილება, მე რასაც ვუყურებ, ისე ვითარდება ჩვენი ტურისტული ინდუსტრია, რომ ნამდვილად ეკონომიკის სამინისტროს ნაცვლად ტურიზმის სამინისტრო რომ ვიყოთ, მთლად უკეთესი იქნება. მე პირადად მივესალმები“.

ნათია თურნავა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად 2019 წლის აპრილში დაინიშნა და პოსტზე გიორგი ქობულია შეცვალა.

ის მანამდე ეკონომიკის მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა. ეკონომიკის მინისტრის მოადგილის პოსტი მას ადრეც ეკავა — 2000-2005 წლებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი