ნათია თურნავა – რა ვიცით ეკონომიკის ახალ მინისტრზე

ნათია თურნავა, პრემიერ-მინისტრის ბრძანებულებით, 18 აპრილს ეკონომიკის  და მდგრადი განვითარების მინისტრად დაინიშნა. რა ვიცით ახალი მინისტრის შესახებ?

მინისტრობამდე თურნავა ამჟამად უკვე ყოფილი ეკონომიკის მინისტრის, გიორგი ქობულიას მოადგილე იყო. ეკონომიკის მინისტრის პირველ მოადგილე 2000-2005 წლებშიც იყო.

ნახეთ მოკლე ბიოგრაფიული ცნობები მინისტრის შესახებ პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მიხედვით:


დაბადების ადგილი: ქ. მოსკოვი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1990 წელს; გაიარა ჰარვარდისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროფესიული სასწავლო კურსები. დაეუფლა გაერთიანებული სამეფოს კამბრიის უნივერსიტეტისა და რობერტ კენედის კოლეჯის (ციურიხი) ერთობლივ სამაგისტრო პროგრამას.

მუშაობდა:

  • 1994-1996წწ. საქართველოს დემოკრატიისა და პოლიტიკის მეცნიერებათა ინსტიტუტის მეცნიერ-მუშაკი;
  • 1996-2000წწ. იყო სახელმწიფო კანცელარიის სამსახურის უფროსის მოადგილე; თბილისის საკრებულოს წევრი და საფინანსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
  • 2000-2005წწ. ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე;
  • 2005 წელს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე;
  • 2005 წლის აგვისტოდან ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე;
  • 2013-2018წწ.  “საპარტნიორო ფონდის” აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე; უმსხვილესი ქართული კერძო სამრეწველო ჯგუფის (GIG) მმართველი საბჭოს წევრი; საქართველოს საერთაშორისო ენერგოკორპორაციის აღმასრულებელი დირექტორი.
  • 2018 – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე;

ამავე წყარის მიხხედვით, ნათია თურნავა არის ავტორი წიგნებისა: “ელემენტარული ეკონომიკა” (1998); “ჩრდილოვანი ეკონომიკის ლეგალიზაციის ძირითადი მიმართულებები” (2002); “მსოფლიო ეკონომიკა” (2001). ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1994), ბიზნესადმინისტრირების მაგისტრის კანდიდატი (2014).

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი