ახალი ამბები

არასამთავრობოები “პანორამის” პროექტზე: ქალაქი ეკუთვნის ხალხს

17 ივლისი, 2015 •
არასამთავრობოები “პანორამის” პროექტზე: ქალაქი ეკუთვნის ხალხს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, ტფილისის ჰამქარის, მწვანე ალტერნატივისა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ „პანორამა თბილისის“ მასშტაბის პროექტზე შესაბამისი ნებართვის გაცემის პროცესში მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის უგულებელყოფა და გადაწყვეტილების ფარულად, დაინტერესებული საზოგადოებრივი ჯგუფების ჩართულობის გარეშე მიღება კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქართველოს მთავრობის დეკლარირებულ პოლიტიკას – ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) უმთავრესი პრინციპების დაცვის მიმართებულებით (გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება, სამოქალაქო ჩართულობა);

 

“ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და სამინისტროს სისტემაში შემავალმა ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ სრული იგნორირება გაუკეთეს 17 ორგანიზაციისა და 5000-მდე საქართველოს მოქალაქის ოფიციალური მიმართვა/მოწოდებას, რომ „პანორმა თბილისის“ პროექტზე მსჯელობის დროს გადაწყვეტილება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების საფუძველზე მომხდარიყო”, – წერია განცხადებაში.

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ „პანორამა თბილისის“ პროექტზე მშენებლობის ნებართვა გასცა. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი