ახალი ამბები

რუსეთს დაკავებული აქვს ყირიმი, აღმოსავლეთ უკრაინისა და საქართველოს ნაწილები – პომპეო

15 თებერვალი, 2020 •
რუსეთს დაკავებული აქვს ყირიმი, აღმოსავლეთ უკრაინისა და საქართველოს ნაწილები – პომპეო

აშშ-ს სახემლწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ მიუნხენის 56-ე უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ რუსეთს ამ დრომდე დაკავებული აქვს ყირიმი, აღმოსავლეთ უკრაინის და საქართველოს ნაწილები და ის დასავლურ ფასეულობებსა და სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს პატივს არ სცემს:

“ბერლინის კედლის დაცემიდან 30 წლის შემდეგაც რუსეთს დაკავებული აქვს ყირიმი, აღმოსავლეთ უკრაინისა და საქართველოს ნაწილები,” – განაცხადა პომპეომ.

მან ასევე აღნიშნა, რომ დასავლური დემოკრატია იმარჯვებს და აქვე განმარტა, რომ ის არ გულისხმობს ერებს მხოლოდ გეოგრაფიული პრინციპით, არამედ ის გულისხმობს ნებისმიერ ერს, რომელიც დასავლურ იდეას დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების შესახებ პატივს სცემს.

“ჩვენთვის წარმატების მნიშვნელოვანი კომპონენტია სხვა ქვეყნების სუვერენიტეტის პატივისცემა, თუმცა ძალიან ბევრი ქვეყნის სუვერენიტეტი საფრთხის წინაშეა. მინდა ვისაუბრო იმ ერებზე, ვინც სხვის სუვერენიტეტს საფრთხეს უქმნიან. ეს ერები სხვა სახელმწიფოების სუვერენიტეტს უგულებელყოფენ. რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა, მიიტაცა აღმოსავლეთ უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიების ნაწილი”, – განაცხადა მაიკლ პომპეომ.

მასალების გადაბეჭდვის წესი