ახალი ამბები

შემთხვევითი არ არის, რომ სენი, რომელიც მოედო მთელს მსოფლიოს საქართველოში არ არის – პატრიარქი

15 თებერვალი, 2020 • 3531
შემთხვევითი არ არის, რომ სენი, რომელიც მოედო მთელს მსოფლიოს საქართველოში არ არის – პატრიარქი

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას კორონავირუსის შესახებ განაცხადა, რომ ეს არის ღვთის გაგება და არ არის შემთხვევითი, რომ სენი, რომელიც მთელს მსოფლიოს მოედო საქართველოში არ არის.

“საქართველო წილხვედრია ღვთისმშობლის. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ ინება საქართველო ყოფილიყო წილხვედრი. ეს ღვთის განგებაა, შემთხვევითი არ არის, რომ ის სენი, რომელიც მოედო მთელს მსოფლიოს, საქართველოში არ არის. მადლობა და დიდება უფალს”, – განაცხადა კათოლიკოს- პატრიარქმა ილია მეორემ.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, ამ დროისთვის მსოფლიოში კორონავირუსით დაავადებულთა ლაბორატორიულად დაზუსტებული 49 053 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 48 548 ჩინეთში.

მასალების გადაბეჭდვის წესი