ახალი ამბები

ღარიბაშვილი: მიშა აკლდა ამ ციხეს

16 ივლისი, 2015 •
ღარიბაშვილი: მიშა აკლდა ამ ციხეს

“ის, რაც ჩვენ ვნახეთ, ის არის აბსოლუტური, მე ვიტყოდი რევოლუციური იმიტომ, რომ ყველას კარგად გვახსოვს, რა მდგომარეობა იყო ციხეებში -ადამიანის წამება, გაუპატიურება და მკვლელობა პირდაპირი მნიშვნელობით პატიმრების, და არავითარი ზრუნვა მათზე”.

 

ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა გიორგი მღებრიშვილს, ასევე, სოზარ სუბარს, რომლის მინისტრობის დროსაც, მისი თქმით, ეს რეფორმები ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით დაიწყო.

 

ღარიბაშვილის განცხადებით, სახელმწიფომ არა მხოლოდ გარეთ მყოფ მოქალაქეებზე, არამედ პატიმრებზეც უნდა იზრუნოს. მისი თქმით, სახელმწიფო პატიმრების მკურნალობისთვის მილიონებს ხარჯავს.

 

ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ადრე სასჯელაღსრულების მე-16 დაწესებულებაში კატასტროფული მდგომარეობა იყო, ახლა კი ამ ციხეში თანამედროვე საავადმყოფო, სპორტული მოედნები, ბიბლიოთეკა და თანამედროვე ინფრაქტრუქტურაა. მანვე აღნიშნა, რომ ამ ციხეში ის პატიმრები არიან, რომლებმაც დაადასტურეს, რომ გამოსწორების გზაზე დგანან.

 

“თუმცა ერთი ნაკლი მაინც აქვს, მე მგონი, ამ ციხეს: მიშა აკლდა ამ ციხეს, მე და ქალბატონი თინა ვხუმრობდით, “- თქვა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილი სასჯელაღსრულების მე-16 დაწესებულებაში. 16.07.2015
ირაკლი ღარიბაშვილი სასჯელაღსრულების მე-16 დაწესებულებაში. 16.07.2015

მასალების გადაბეჭდვის წესი