ახალი ამბები

საქართველოს მთავრობაზე სანქციების აქტს კონგრესში კიდევ ერთი მხარდამჭერი გამოუჩნდა

14 თებერვალი, 2020 •
საქართველოს მთავრობაზე სანქციების აქტს კონგრესში კიდევ ერთი მხარდამჭერი გამოუჩნდა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც საქართველოს მთავრობისთვის სანქციების დაწესებას გულისხმობს, კიდევ ერთი მხარდამჭერი გამოუჩნდა – ამჯერად რესპუბლიკელი კონგრესმენი ჩაკ ფლეიშმანი ტენესის შტატიდან.

ჩაკ ფლეიშმანი მეხუთე კონგრესმენია, ვინც კანონპროექტს მხარს უჭერს. დოკუმენტი ამჟამად განხილვის ეტაპზეა.

იმის შესახებ, თუ რას გულისხმობს სანქციები და ვინ არიან მათი სხვა მხარდამჭერები, გაეცანით „ნეტგაზეთის“ სტატიას:

საქართველოსთვის სანქციების დაწესების კანონპროექტს კონგრესში ორი ახალი მხარდამჭერი ჰყავს


გარეკანის ფოტო:  The Chattanooga Times Free Press

მასალების გადაბეჭდვის წესი