ახალი ამბები

ზახაროვა ევროსაბჭოს ფარგლებში რუსეთის დელეგაციის თბილისში ვიზიტზე

14 თებერვალი, 2020 • 1963
ზახაროვა ევროსაბჭოს ფარგლებში რუსეთის დელეგაციის თბილისში ვიზიტზე

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო, რომელშიც მთავრობა ან მინისტრები ვინმეს ჩასვლის გამო არ უნდა იცვლებოდეს.

„ახლა წარიმართება მთელი დისკუსია იმის შესახებ, რომ საერთაშორისო ღონისძიების თუ საერთაშორისო სტრუქტურის მიღებისას, სადაც რუსეთი შედის, უკვე ნახევარი წელია მიდის დებატები. თანაც, ხალხს სპეციალურად აფიქრებენ კითხვაზე: ჩამოვა კი ლავროვი? ღმერთო, მე სულ ვსვამ ამ კითხვას. ყველა ქართულმა მედიამ დამირეკა. ყველამ! თანაც, რამდენჯერმე! მომწერეს, დამირეკეს. მე ერთი კითხვა დავუსვი: მითხარით, აი, თქვენ სახელმწიფოში ამ ინფორმაციის გარეშე არ შეგიძლიათ ცხოვრება? შეგიძლიათ იცხოვროთ წყნარად, მოემზადოთ ამ ღონისძიებისთვის, რათა მიიღოთ შესაბამისი საერთაშორისო ფორუმი იმაზე ორიენტირების გარეშე, ვინ მოვა რუსეთისგან?, – აღნიშნა ზახაროვამ.

აგრეთვე, ზახაროვას თმქით, ე.წ „ლავროვის ფაქტორს“ ქართული ოპოზიციური ძალები იყენებენ.

„ეს ნიშნავს, რომ მუშაობენ პროვოკატორები, რომლებიც ამ მომენტში, ამ პოტენციური ან არარეალიზებადი შესაძლებლობის წყალობით, არ აქვს მნიშვნელობა, ატარებენ მხოლოდ თავიანთ ვიწრო ინტერესებს. საჭიროა, რომ ეს გაიგონ. და როცა გაიგებენ, შეიძლება, აღარ მისცემენ ადამიანებს პროვოკაციებითა და საკუთარ გრძნობებზე თამაშის უფლებას“, – განაცხადა ზახაროვამ.

ზახაროვა ნიუ-იორკში ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრასაც შეეხო და განაცხადა, რომ ეს „ერთეული ფრაგმენტი იყო“.


სერგეი ლავროვისა და რუსეთის დელეგაციის შესაძლო ვიზიტი მას შემდეგ გახდა განხილვის საგანი, რაც საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველო მზადაა ევროსაბჭოს ეგიდით მაისში თბილისში დაგეგმილ ღონისძიებაზე უმასპინძლოს რუსეთის ფედერაციის დელეგაციას, მიუხედავად იმისა, რომ ამ დელეგაციის ზოგიერთ წევრს შესაძლოა დარღვეული ჰქონდეს საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი