ახალი ამბები

ღარიბაშვილი იმედოვნებს, რომ “სულ მალე “ვლაქერნობას” აფხაზებთან ერთად ვიზეიმებთ”

15 ივლისი, 2015 •
ღარიბაშვილი იმედოვნებს, რომ “სულ მალე “ვლაქერნობას” აფხაზებთან ერთად ვიზეიმებთ”

“როგორც მეუფე გერასიმემ ქადაგებაში ბრძანა, ჩვენ ერთ დღეს შევალთ აფხაზეთში და ჩვენს დებთან და ძმებთან ერთად ვიზეიმებს „ვლაქერნობას“, – განაცხადა პრემიერმა.

 

ცაიშისა და ზუგდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ [გიორგი შარაშენიძე] ზუგდიდში „ვლაქერნობის“ დღესასწაულზე მყოფ პრემიერ–მინისტრს მადლობა გადაუხადა დღესასწაულზე დასწრებისთვის და განაცხადა, რომ მიესალმება მთავრობის მეთაურის სურვილს, შეიწავლოს  აფხაზური ენა.

 

„თქვენ ერთხელ თქვით, რომ აპირებთ შეისწავლოთ აფხაზური ენა. ამან  უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, რადგან აქედან აფხაზეთი სულ რამდენიმე კილომეტრშია,“– განაცხადა მეუფე გერასიმემ.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი