ახალი ამბები

თბილისმა მოსკოვს საპროტესტო ნოტა გადასცა

15 ივლისი, 2015 •
თბილისმა მოსკოვს საპროტესტო ნოტა გადასცა

საგარეო უწყების ცნობითვე, ქართული მხარის ინიციატივით საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა შეხვედრა საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, გიუნტერ ბეხლერთან.

 

“შეხვედრაზე ქართულმა მხარემ შევიცარიის ელჩს მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია 2015 წლის 10 ივლისს რუსეთის ფედერაციის მიერ გორის რაიონის სოფელ წითელუბნის და ოკუპირებული ახალგორის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვეს, აღმართული ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების უკანონოდ განლაგების შესახებ და დაგმო რუსეთის პროვოკაციული ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს ადგილზე ვითარების დესტაბილიზაციას. საუბრისას ბ-ნ ბეხლერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ეს ქმედება არ არის უბრალო ნაბიჯი და მას შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს”, – ნათქვამია უწყების 15 ივლისის განცადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი