ახალი ამბები

“ენერგო პრო ჯორჯიას” ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირებაზე სემეკი 23 ივლისს იმსჯელებს

15 ივლისი, 2015 • 1243
“ენერგო პრო ჯორჯიას” ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირებაზე სემეკი 23 ივლისს იმსჯელებს

სემეკის განცხადებით, სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, კომპანიისათვის ელექტროენერგიის შესყიდვის ნაწილში მოხმარების ტარიფის კორექტირებასთან დაკავშირებით კომისიაში საჯარო ადმინისტრაციული წარმოება  2015 წლის 24 აპრილს დაიწყო.

 

სემეკის ცნობით, კომისიის ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტი 23 ივლისის საჯარო სხდომაზე წარმოადგენს გაანგარიშებასა და დეტალურ ანალიზს, რაზეც კომისია საჯაროდ იმსჯელებს.

ენერგო–პრო ჯორჯია
ენერგო–პრო ჯორჯია

“ენერგო პრო ჯორჯია” პრილში აცხადებდა, რომ ტარიფის კორექტირების მოთხოვნით სემეკს შესასყიდი ელექტროენერგიის გაძვირების გამო მიმართა:

 

“ენერგო პრო ჯორჯია არის სადისტრიბუციო კომპანია, შესაბამისად, ელექტროენერგიას ყიდულობს, რომ შემდეგ საბოლოო ადრესატამდე, აბონენტამდე მიიტანოს. შესასყიდი ელექტროენერგიის ფასი იმდენად გაიზარდა, რომ ბოლო დროს კომპანიის თითქმის ყველა ფინანსური რესურსი მიმართული იყო ამ კუთხით და, ფაქტობრივად, ეს ფინანსური რესურსებიც უკვე ამოწურულია,”– აცხადებდნენ “ენერგო პრო ჯორჯიას” პრესსამსახურში.


ამჟამად, საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის “ენერგო პრო ჯორჯიას” შემდეგი ტარიფები აქვს: 101 კვტსთ-ის ჩათვლით და საერთო მოხმარების მრიცხველის აბონენტებისათვის 9.0034 თეთრი; 101 კვტსთ-დან 301 კვტსთ-ის ჩათვლით – 12.98 თეთრი; ხოლო 301 კვტსთ-დან და მეტი – 17.50 თეთრი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი